LXSA LEGAL & TAX შეუერთდა ITAGEO-ს
ჩვენთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიგვეღო Exclusive Networking Event-ში, რომელიც სავაჭრო პალატამ გამართა იტალიის ელჩის საქართველოში, ბატონ მასიმილიანო დ’ანტუონოს რეზიდენციაში. ღონისძიების ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით სავაჭრო პალატის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ მართა იმენეოს, ასევე, გვქონდა პატივი გავცნობოდით და დაგვემყარებინა კონტაქტი იტალიური და ქართული ბიზნესისა და ინსტიტუტების მრავალ წარმომადგენელთან.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობების შექმნის მიზნით.
თბილისში წამყვან იურიდიულ ფირმასთან პარტნიორობის საშუალებით, LXSA Legal & Tax კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას და სთავაზობს იურიდიულ და საგადასახადო მხარდაჭერას იმ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ ამ ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ იტალიურ და ქართულ ბიზნესს, გავამარტივოთ ინვესტიციები და დავეხმაროთ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
